
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში ტრადიციად არის ქცეული სასწავლო წლის ბოლოს ტაძრების მოლოცვა, რათა მადლობა უთხრან უფალს 2025- 2026 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის
გასვლით ღონისძიებას მე-9 კლასთან (მაია რიჟამაძე) ერთად შეუერთდნენ მე-8 (ნათელა ლობჟანიძე), მე-10 (თამარ ბუზალაძე), მე-11 (ეთერ გიკაშვილი) კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა მოილოცეს ხაშურის რაიონის სოფელ ალის კვირაცხოვლობის და თამარ მეფის ტაძარი.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, მუსიკის პედაგოგი, მე-9 კლასის დამრიგებელი მაია რიჟამაძე გვეუბნება, გასვლითი ღონისძიების საშუალებით, მოსწავლეებმა გამოხატეს მადლიერება, მშვიდობიანად და წარმატებით დასრულებული სასწავლო პროცესის გამო.
იხილეთ ფოტოები: