„ჩვენი ცა მაინც სხვა არის“ - თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება „მეფეთა სავანესთან“ გაიმართა 
17-06-2026

თბილისის N39 საჯარო სკოლის IV კლასის (დამრიგებელი ნინო ჟორჟოლიანი) გამოსაშვები ღონისძიება - „ჩვენი ცა მაინც სხვა არის“, განსაკუთრებულად თბილ და ემოციურ გარემოში გაიმართა. 

ღონისძიება, რომელიც მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას მიეძღვნა, მოსწავლეებმა ზურაბ წერეთლის შექმნილ მონუმენტთან -  „მეფეთა სავანე“ (საქართველოს მემატიანე) წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე სავსე იყო ბავშვების ღიმილით, სიხარულითა და გულწრფელი ემოციებით. მათ სიყვარულით, მონდომებითა და შემოქმედებითი ნიჭით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ ბავშვობის ცა მართლაც ყველაზე ნათელი და განსაკუთრებულია.

თითოეულმა მოსწავლემ თავისი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ცოდნისა და წარმატების გზაზე.

„ვულოცავთ, ჩვენს უსაყვარლეს ბავშვებს ამ ლამაზ ეტაპს და ვუსურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნათელი მომავლით სავსე გზას. მათი ცა მართლაც სხვა არის სუფთა, ნათელი და იმედებით სავსე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203