
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სპორტული დღესასწაულით დასრულდა.
სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაშები მოეწყო და მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ორბელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: