
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეები, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, ფიზიკის კონსულტანტ მასწავლებლის - ირმა თოდიძის ორგანიზებით, იმყოფებოდნენ სენაკის ტექნო პარკში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი ვიზიტები ტრადიციაა ამ სკოლის მოსწავლეებისთვის და დასძენენ, რომ ღონისძიების მიზანი იყო ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და STEM საგნების პოპულარიზაცია.
მოსწავლეებმა სქემების მიხედვით საკუთარი ხელით სხვადასხვა სირთულის წრედი ააწყვეს. გაიმართა კონკურსიც და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
„მიმაჩნია, რომ ასეთი აქტივობები ორიენტირებულია STEM საგნებისადმი პოპულარიზაციის გაზრდისა, ასევე ცოდნის ტრანსფერის უნარების განვითარებისკენ“,- აღნიშნავს პედაგოგი და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ფოტოები: