მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რომ მის გასავლელად აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლება, ასევე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნის გამოცდა.
მხოლოდ ასე დაიშვება აპლიკანტი მასწავლებლის მომზადების პროგრამის გამოცდაზე.
გარდა ამისა, „საგნის გამოცდის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა ისე, რომ არ შეიცვალოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ჯამური რაოდენობა.
სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.