ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმიტირებული სხდომა გამართეს
18-06-2026
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
 
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებითა და ჩართულობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ესტუმრნენ. ბავშვებმა, პედაგოგთან ერთად, იმიტირებული საკრებულოს სხდომა გამართეს თემაზე - „ბულინგის პრევენცია სკოლაში“.
 
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას და როლები ოსტატურად მოირგეს.
 
მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ და საკრებულოს წევრებმა ბავშვებს წარმატებები უსურვეს და სიგელები გადასცეს.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203