
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
4 ივნისს, გაიმართა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი სოფიო მინაძე.
ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სიმღერები და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი, შრომა და მიღწევები.
განსაკუთრებით ემოციური იყო ოთხწლიანი სასკოლო გზის შეჯამება, რომელიც ბავშვებმა პირველ მასწავლებელთან ერთად გაიარეს. ღონისძიებამ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები თბილ და მეგობრულ გარემოში გააერთიანა. გამოსაშვები საღამო დაუვიწყარ მოგონებად დარჩება როგორც მოსწავლეების, ისე მშობლებისა და პედაგოგებისთვის
„მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელსა და მასწავლებლებს გაწეული შრომის, მზრუნველობისა და იმ წვლილისთვის, რომელიც თითოეული მოსწავლის განვითარებაში შეიტანეს. ვულოცავთ მეოთხეკლასელებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ სასწავლო გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.