
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დასრულება აღნიშნეს.
სკოლის IVა, lVბ და IVგ კლასების მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებებით დააგვირგვინეს.
სკოლის lVბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნელი მარღიშვილის ხელმძღვანელობით, გამოსაშვებ ღონისძიებაზე წარმოადგინეს სპექტაკლი - „ძველი თბილისი“. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, სცენაზე გააცოცხლეს ძველი თბილისის პერსონაჟები, წარმოაჩინეს შემოქმედებითი და სამსახიობო უნარები.
პატარა მსახიობებმა მაყურებელი თბილისის ძველ უბნებში, მის ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოგზაურეს. სცენაზე გაცოცხლდნენ ძველი თბილისის გამორჩეული პერსონაჟები, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეებმა მაყურებელს ქართული კულტურისა და ქალაქის ისტორიული კოლორიტის უნიკალური ხიბლი გააცნეს. მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით შეასრულეს თავიანთი როლები, გამოავლინეს შემოქმედებითი აზროვნება, არტისტიზმი და სამსახიობო ოსტატობა.
მოსწავლეებმა მაყურებლის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. სკოლაში მადლობას უხდიან პატარა მსახიობებს დაუვიწყარი დღისთვის.
დაუვიწყარ მოგონებად დარჩება როგორც მოსწავლეების, ისე მშობლებისა და პედაგოგებისთვის, IVა კლასის მოსწავლეთა ღონისძიება. ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შესაძლებლობები, შემოქმედებითი პოტენციალი და ის სიყვარული, რომლითაც ისინი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან.
გამოსაშვები ღონისძიება „ერთხელ ტფილისში“ მეტად შთამბეჭდავად წარიმართა. ნიჭეირმა ბავშვებმა, დამრიგებელის - ნანა ნადირაძის ხელმძღვანელობით, საოცრად და ოსტატურად გააცოცხლეს ძველი თბილისის სურათები.
ამ დღეს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემსვიდობნენ. იყო ბევრი სიხარული, სიყვარული, სევდა და ცრემლი.
თბილისის N141 საჯარო სკოლის lVგ კლასის მოსწავლეებმა კი გამოსაშვებ ღონისძიებაზე წარმოადგინეს სპექტაკლი - „ქეთო და კოტე“.
მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და მონდომებით გააცოცხლეს პერსონაჟები, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრებისას წარმოაჩინეს შემოქმედებითი და სამსახიობო უნარები.
მოსწავლეებმა მაყურებლის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
სკოლაში მადლობას უხდიან პატარა მსახიობებს დაუღალავი შრომის, მონდომებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ამ ლამაზი წარმოდგენით ყველას აჩუქეს.
„მადლობა ჩვენს პატარა მსახიობებს დაუვიწყარი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
თთამბეჭდავი სანახაობა მოსწავლეებმა დამრიგებლის - თეონა სახვაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს.