ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ
18-06-2026

ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, მოსწავლეებს სთავაზობდნენ მრავალფეროვან გაკვეთილებსა და აქტივობებს, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახა. 

სკოლის მე-9 კლასებში საგანი „სამხედრო საქმე“ სხვადასხვა გასვლითი აქტივობებით წარიმართა.

ამჯერად, საგნის მასწავლებლის - დავით გორდაძის თაოსნობით, მე-9 (დამრიგებელი იზა თვალაბეიშვილი) და მე-9 (დამრიგებელი ირინე სურგულაძე) კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაცულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის ამსახველი მასალები, იარაღ-საჭურველი, ქუთაისელ ჯარისკაცთა ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა და სხვა დოკუმენტები.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ამსახველმა მასალებმა.

მუზეუმში სტუმრობა მოსწავლეებისთვის სასწავლო -შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა. სკოლაში მე-9 კლასელები ახალი ცოდნითა და საინტერესო ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203