ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ექსკურიით დააგვირგვინეს
17-06-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მე-4-მე-5 კლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დაასრულეს. 

13 ივნისს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, მეოთხე და მეხუთე კლასების დამრიგებლებმა - მარიკა და ნათია ხაბულიანებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად, მოაწყვეს საინტერესო შემეცნებითი ექსკურსია საჩხერესა და ჭიათურაში.

ექსკურსიის მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის გაღვიძება მოსწავლეებში, დიდი ქართველი პოეტების: აკაკი წერეთლის, მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა, ისტორიულ-კულტურული გარემოს უშუალოდ აღქმა.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმში დაცული ექსპონატები, ასევე ძიძისეული კარ-მიდამო სოფელ სავანეში, შემდეგ კი - მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის სახლ- მუხეუმები, მიიღეს საინტერესო ინფორმაცია.

მოსწავლეებმა ნახეს ასევე კაცხის სვეტი და მღვიმევის მონასტერი ჭიათურაში, გაისეირნეს საბაგიროთი.

„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების სიყვარულისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის უნარის გამომუშავებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს დღე თითოეული მოსწავლისათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203