ნაბახტევის საჯარო სკოლაში კულინარიული კონკურსი გაიმართა
16-06-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, 12 ივნისს ჩატარდა  „კულინარიული დუელი“. 

ღონისძიებაში მე-4 (დამრიგებელი: ლელა მჭედლიძე), მე-5 (დამრიგებელი ციცინო ნოზაძე) და მე-10 (დამრიგებელი თამარ ბუზალაძე) კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი. მოსწავლეებმა საკონკურსო დავალებას შთამბეჭდავად გაართვეს თავი და ამასთან, ერთ-ერთ მე-10 კლასელს დაბადების დღეც მიულოცეს.

მათი მომზადებული ჟიურიმ დააგემოვნა, რომელთა შორის იყვნენ სკოლის დირექტორი ელზა მაისურაძე, ღონისძიების ორგანიზატორი მაია რიჟამაძე და პედაგოგი ნათელა ლობჟანიძე. 

გამოვლინდა საუკეთესო კერძი - მე-4 კლასელთა მომზადებული სალათი, საუკეთესო დესერტი - მარწყვისა და შოკოლადის ტორტი, რომელიც მე-5 კლასელებმა მოამზადეს და მე-10 კლასის მოსწავლეთა ნახელავი საუკეთესო კოქტეილი. 

ღონისძიება მეტად სახალისოდ წარიმართა, როგორც მოსწავლეებმა, ისე დამსწრე საზოგადოებასმ დაუვიწყარი დრო გაატარა. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203