
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატება წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც წარმატებით აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე იშრომონ და ისწავლონ მეტი.
სასწავლო წლის მიწურულს სკოლამ დააჯილდოვა იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წელი წარჩინებით დაასრულეს:
1) VI კლასის მოსწავლე: მათე შარაშიძე;
2) VII კლასის მოსწავლე: ლიზი კეკელიძე;
3) VII კლასის მოსწავლე: ანა შარაშიძე.
მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
„გილოცავთ ბავშვებო, მუდამ წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოთ. გვიყვარხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ სკოლა, სოფელი და ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: