
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის საზოგადოებას მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ლამაზი გამოსამშვიდობებელი სპექტაკლი აჩუქეს, რომელიც სავსე იყო სითბოთი, მადლიერებითა და დაუვიწყარი მოგონებებით. სპექტაკლში აქტიურად ჩაერთნენ VI და VII კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც უფროს მეგობრებთან ერთად ლამაზი სანახაობა შექმნეს.
სცენაზე გაცოცხლდა სასკოლო ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები, მეგობრობა, ერთგულება და ის ლამაზი გრძნობები, რომელიც მოსწავლეებს საკუთარ სკოლასთან აკავშირებთ.
ღონისძიებამ მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები, რისთვისაც დამსახურებული აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
„მადლობა მათ შრომისთვის, მონდომებისა და იმ თბილი ემოციებისთვის, რომლებიც ყველას გაგვიზიარეს. ვუსურვებთ მათ წარმატებას, ბედნიერ მომავალს და ოცნებების ახდენას!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
სპექტაკლი სასწავლო წლის ღირსეულ დასარულად იქცა.
იხილეთ ფოტოები: