
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს სასკოლო ცხოვრებას მრავალფეროვანი აქტივობებით უხალისებენ.
სასწავლო წლის მიწურულს, ზაფხულის ერთ-ერთი მზიანი დღე ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებულ თამაშს დაეთმო.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ითამაშეს და ემოციების საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.
როგორც პედაგოგი ეკატერინე მაჩიტაძე გვიყვება, სკოლის ეზო სავსე იყო ღიმილით, ემოციებითა და მხიარული განწყობით.
ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული თამაშის - „ემოტიკოს“ დახმარებით ბავშვებმა სახალისო და ინტერაქტიულ გარემოში იმოგზაურეს ემოციების სამყაროში.
აქტივობის განმავლობაში მათ:
პედაგოგის თქმით, „ემოტიკოს“ მეშვეობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციების ამოცნობა, გამოხატვა და ერთმანეთის უკეთ გაგება.
„მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის, ჩართულობისთვის და იმ განსაკუთრებული ატმოსფეროსთვის, რომელიც ერთად შევამენით!“,- დასძენს ეკატერინე მაჩიტაძე.
იხილეთ ფოტოები: