
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, მოსწავლეებს სთავაზობდნენ საინტერესო საგანმანათლებლო თუ შემოქმედებით ღონისძიებებს და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავდნენ, შედეგად კი წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს.
მათ შორის, სკოლაში 5-დან 10 ივნისის ჩათვლით ინგლისური ენის პედაგოგის - ნინო მელიქიძის ორგანიზებით, გაიმართა შიდასასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში.
ოლიმპიადაში მეორედან მეექვსე კლასების ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა მართლაც სანიმუშოდ ჩატარდა, მოსწავლეებმა უნიკალური შედეგები აჩვენეს. საბოლოოდ, ქულათა უმაღლესი მაჩვენებლებით, გამოვლინდა თითო გამარჯვებული.
ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულებს სკოლის დირექტორმა იურა იაილოიანმა და საგნის ხელმძღვანელმა - ნინო მელიქიძემ გამარკვებულებს სიგელები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: