ბეჟანოს საჯარო სკოლში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა 
16-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ხარისხიანი საგნობრივი სწავლების მიღმა, სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

რაღა თქმა უნდა სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე. ინგლისური ენის პედაგოგების - სვეტლანა ბეზოიანისა და ნინო მელიქიძის ხელმძღვანელობით, სუფთა წერის - კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. 

კონკურსში მონაწილეობდნენ მე-5-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.

საკონკურსო თემა ბავშვთა საერთაშორისო დღეს ეხებოდა. 

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

„მოსწავლეთა მართლაც არნახული რაოდენობა იყო, არაერთი შესანიშნავი ნაწერი, რამაც მართლაც გაართულა გამარჯვებულთა გამოვლენა. ჟიური საბოლოოდ შეჯერდა და დაასახელა ხუთი საუკეთესო ნაწერი“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

სკოლის დირექტორის და ორგანიზატორი პედაგოგების ხელმძღვანელობით. გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203