ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ვიდეორგოლების კონკურსში 
16-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მხარდაჭერილი და წახალისებულია. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ანა აბრაჰამიანის ხელმძღვანელობით, წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ვიდეორგოლების კონკურსში - „ჯავახეთის ფერები“ და საპატიო III ადგილი დაიკავეს.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მადლობას უხდიან კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო შესაზლებლობისთვის

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებული ეს კონკურსი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და იდეების წარმოსაჩენად. მიღებული ჯილდო მათი ერთობლივი შრომისა და მონდომების ღირსეული შედეგია.

მადლობას ვუხდით ნინოწმინდის მერიასა და კონკურსის ორგანიზატორებს ახალგაზრდებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შექმნისთვის. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგს ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203