ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიებით შეჯამებული სასკოლო ცხოვრების ოთხი დაუვიწყარი წელი 
16-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში შეძენილ ცოდნასა და უნარებს ასახავდა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი და მზაობა სწავლის ასეთივე წარმატებით გასაგრძელებლად. 

მე-4 კლასელები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გამოემშვიდობნენ დამრიგებელს - ანუკი თოდრიას და მადლობა გადაუხადეს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის რაც მათ განათლებაში ჩადო. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და უსურვებს წარმატებებს მომავალ სასწავლო წელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203