ქვეყნის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობები ზემოსურების საჯარო სკოლაში
16-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა, ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზემოსურების საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. მესამე - მეოთხე  კლასების მოსწავლეებმა, მათი დამრიგებლის - ანუკი თოდრიას ხელმძღვანელობით, ინტეგრირებული სწავლების ფარგლებში, ერთობლივი მუშაობით აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს შემდეგი აქტივობები:

  • შემოქმედებითი სამუშაო: ბავშვებმა შექმნეს თემატური პლაკატები და ხელნაკეთი წიგნები, რომლებიც ეძღვნებოდა 26 მაისის ისტორიასა და სახელმწიფოებრივ სიმბოლიკას.
  • ისტორიული მიმოხილვა: მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ ფაქტებსა და 1918 წლის 26 მაისის მნიშვნელობას.
  • პრეზენტაცია: მცირეწლოვანმა მკვლევარებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, სადაც ხაზი გაუსვეს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის იდეას.

„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას“,- გვეუბნებიან სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203