
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვა პროფესიული განათლების მქონე პირებსაც შეუძლიათ -ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 10 ივნისს შევიდა.
განისაზღვრა პრომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებსა პროფესიული განათლება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში აქვთ მიღებული.
როგორც ბრძანების განახლებულ ვერსიაში ვკითხულობთ: „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან შესაბამის სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების მქონე პირს.“