აბულის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ილუსტრირებული წიგნები შექმნეს
15-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის მხარდაჭერით საინტერესო და შემოქმედებითი საქმიანობა განახორციელეს.

მათ დამოუკიდებლად მოიფიქრეს ზღაპრები, რომლებიც მასწავლებლის დახმარებით თარგმნეს, შემდეგ კი დაასურათეს, გააფერადეს და წიგნების სახით აკინძეს.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, წიგნის შექმნის პროცესი მათთვის სახალისო აღმოჩნდა, ამასთან, განივითარეს წარმოსახვა, შემოქმედებითი აზროვნება, ენობრივი უნარები და მხატვრული შესაძლებლობები.  შედეგად შეიქმნა ლამაზი და შინაარსიანი ზღაპრების წიგნები, რომლებიც ბავშვების ერთობლივი შრომისა და შემოქმედებითი მიდგომის საუკეთესო შედეგი გახდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203