
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მშობლიურ სკოლასა და ამღზრდელ პედაგოგებს არასდროს ივიწყებენ.
სკოლის აქტიურ გულშემატკივრებს შორის არიან სოსო და დავით თოდრიები, რომელთაც საჩუქარი ამჯერად, მასწავლებლებსა და სკოლის მომსახურე პერსონალს გაუკეთეს.
სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა ყურადღება და მათ საჩუქრისთვის მადლობას უხდიან.
„კიდევ ერთი საჩუქარი იანეულის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მომსახურე პერსონალს სოსო და დავით თოდრიებისგან.
გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის დიდი ოჯახის წევრებად რჩებით. ყოველთვის გვერდით უდგეხართ მშობლიურ სკოლას. თქვენი კეთილი საქმეები მუდამ დაფასებული და დასამახსოვრებელი იქნება ჩვენთვის. გვიყვარხართ და გვეიმედებით