ვანთის საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
15-06-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობენ და მათ წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

სკოლაში ახალი თაობის მისაღებად უკვე ემზადებიან. სკოლაში მომავალ პირველკლასელებს დიდი სიყვარულით უმასპინძლეს. ბაღის აღსაზრდელებმა მომავალი მასწავლებლები გაიცნეს და სასწავლო გარემო დაათვალეირეს. მასწავლებლები მათ დიდი სიხარულით დახვდნენ და ცოდნის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას დაჰპირდნენ. 

„ჩვენს სკოლას ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ, რომლებიც მომავალ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეები გახდებიან.

პატარა სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა, გაეცნენ სასწავლო გარემოს, საკლასო ოთახებს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატოვეს ჩვენი სკოლა.

მოხარულები ვართ მათი სტუმრობით და ველით მათ ჩვენს დიდ სასკოლო ოჯახში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203