განძის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა ზღაპრული სანახაობა 
15-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ზღაპრული ღონისძიებით დააგვირგვინეს.

ქართული ენის მასწავლებლის - კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა სცენაზე ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“. 

ბავშვებმა გამართეს საოცრად ხალისიანი და ფერადი ღონისძიება, სადაც ელზა, სპაიდერმენი, ბურატინო და სხვა საყვარელი პერსონაჟები ერთმანეთს შეხვდნენ და თავგადასავლები დაიწყეს.

იყო ბევრი ჟრიამული, ცეკვა, დაკარგული გასაღების ძიება და რაც მთავარია - უამრავი ნასწავლი სიტყვა და პოზიტივი.

პატარა მსახიობებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„​ბრავო მეორეკლასელებო, თქვენ ნამდვილი ზღაპარი შექმენით!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203