ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
აღსანიშნავია მე-4 კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი თემაზე - გეომეტრიული ფიგურები.
მოსწავლეებმა სიღრმისეულად ისწავლეს გეომეტრიული ფიგურები, აღწერეს ისინი, სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის გამოყენებით შექმნეს აპლიკაციები.
მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. სხვადასხვა ხერხით შექმნეს გეომეტრიული ფიგურები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ჯგუფური მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს: კომუნიკაციური უნარების, წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნების, მოტივაციის ამაღლებასა და წვრილი მოტორიკის განვითარებაში.
ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეები სწავლობენ სასწავლო პროცესში თანამშრომლობას.
„მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. ბევრის მომცემი გაკვეთილი იყო“,- დასძენენ სკოლაში.
სასწავლო პროცესს პედაგოგი გაიანე მანუკიანი ხელმძღვანელობდა.