ორშაბათს 13 500-ზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიის გამოცდას აბარებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნებიდან ყველაზე მოთხოვნადი საგანი გეოგრაფიაა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, წელს გეოგრაფიის გამოცდაზე მხოლოდ ერთი ცვლილებაა:
„ტესტის ფორმატი იგივეა, რაც წინა წლებში იყო. ერთადერთი დავალება ე.წ. შესაბამისობის დავალება გადაკეთებულია დახურულბოლოიანად,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, მომავალ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის გამოცდას მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება:
„გეოგრაფიის გამოცდა გართულდება. აირჩიოს იმან, ვინც ხედავს, რომ გეოგრაფია გამოადგება მომავალი წარმატებისთვის. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გეოგრაფიის ექსპერტებთან ერთად დავმსხდარიყავით და ამ საკითხზე დეტალურად გვემსჯელა. როგორც კი დამთავრდება გამოცდები, დავიწყებთ ამ საკითხზე უფრო დეტალურ განხილვებს,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა
Etaloni.ge-სთან საუბრისას.