დაუვიწყარი დღე და მეოთხე კლასის ემოციებით სავსე გამოსაშვები ღონისძიება ბახვის საჯარო სკოლაში
15-06-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

გაიმართა მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო. პატარებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც  ამ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლეს. 

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან გამოთხოვება. პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

მასწავლებელმა ბავშვებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

​„ჩემმა საოცარმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაგვახარეს თავიანთი შემოქმედებით. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მიყვარს და მეამაყება თითოეული მათგანი!

​დიდი მადლობა, ჩემს გვერდით მყოფ საუკეთესო მშობლებს მხარდაჭერისათვის.

მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლებს: ნანა ჭელიძესა და მელანო დარჩიას საოცარი ნომრების მომზადებისთვის!

კიდევ ერთხელ, ​გილოცავთ, ჩემო პატარებო, დაწყებითი საფეხურის დასრულებას! წინ კიდევ ბევრი წარმატება გელით!“, - აღნიშნავს ინდირა შათირიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203