დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქართულის, როგორც მეორე ენის ღია გაკვეთილი ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობას მიეძღვნა  
15-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

აღსანიშნავია, მე-11 კლასში, ჩატარებული ქართულის, როგორც მეორე ენის ღია გაკვეთილი.

გაკვეთილს უძღვებოდა მასწავლებელი არუსიაკ აბდულიანი. გაკვეთილის თემა იყო „ხელოვნური ინტელექტი და რობოტი სოფია“. მოსწავლეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, მისი შესაძლებლობებისა და თანამედროვე სამყაროში მისი როლის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოში ცნობილ ჰუმანოიდ რობოტს - სოფიას, მის ფუნქციებსა და მიღწევებს.

გაკვეთილი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, წარმოადგენდნენ პრეზენტაციებს და მსჯელობდნენ ტექნოლოგიური პროგრესის დადებით და შესაძლო გამოწვევებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203