
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა.
სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და სკოლის სტუმრები. დღე განსაკუთრებული ემოციებით, თბილი სიტყვებითა და სამახსოვრო წუთებით იყო სავსე.
სკოლის დირექტორმა - ნვარდ სოღოიანმა და დამრიგებლებმა - ნაზელი ბაბაჯანიანმა და შორენა მაღრაძემ ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ სავალი გზა დაულოცა და ბედნიერი მომავალი და ოცნებების ასრულება უსურვა.
„სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ მიზნების მიღწევას, წარმატებასა და ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: