ვალის N3 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
15-06-2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობს და მათ წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. 

სკოლაში ახალი თაობის მისაღებად უკვე ემზადებიან. სკოლაში მომავალ პირველკლასელებს დიდი სიყვარულით უმასპინძლეს. ბაღის აღსაზრდელებმა მასწავლებლები გაიცნეს და სასწავლო გარემო დაათვალიერეს. მასწავლებლები მათ დიდი სიხარულით დახვდნენ და ცოდნის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას დაჰპირდნენ. 

პატარებმა სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატოვეს ჩვენი სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203