
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მე-4 კლასელებმა პედაგოგ გერმინე ტონაკანიანის ხელმძღვანელობით, გამართეს გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა.
ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და გულთბილი სიტყვებითა და პატივისცემით გამოემშვიდობნენ საყვარელ მასწავლებლებს.
გერმინე ტონაკანიანმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
ღონისძიება მეტად შთამბეჭდავად წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემქომედებითი ნომერი გააერთიანა.
მოსწავლეთა თითოეულ ლექსში, სიმღერაში ჟღერდა მადლიერება მასწავლებლების მიმართ, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს მოსწავლეთა აღზრდა-განათლებისთვის.
იხილეთ ფოტოები: