
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. ისწავლეს ანბანი, წერა-კითხვა და, დამრიგებლის - სიუზანნა თევანიანის ხელმძღვანელობით წიგნიერების სამყაროში თამამად შეაბიჯეს.
სასწავლო მიღწევები პატარებმა ღონისძიებით აღნიშნეს. პირველკლასელებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ანბანის ზეიმი გამართეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აავსეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: