საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით გორს ესტუმრნენ
17-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის III კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მადონა ვარდოშვილის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში გორში იმყოფებოდნენ, სადაც საინტერესო დღე გაატარეს.

ექსკურსიის მონაწილეებმა მოილოცეს სამთავისის მონასტერი - ქართული კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი.

მოსწავლეები გაეცნენ ტაძრის ისტორიას, მის მნიშვნელობასა და ქართულ კულტურაში მის განსაკუთრებულ ადგილს. ბავშვებმა ასევე მოინახულეს ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. 

მათ მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, უკეთ გაიცნეს იმ ადამიანის ღვაწლი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული განათლებისა და ლიტერატურის ისტორიაში.

შემეცნებით აქტივობებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დრო ბუნებაშიც გაეტარებინათ.

მესამეკლასელებმა ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203