საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი პატრიოტული ღონისძიებით დააგვირგვინეს
17-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ქეთევან გაგოშიძის ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის დასასრულს შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიება წარმოადგინეს. 

ღონისძიება სამშობლოს სიყვარულს, ეროვნულ ღირებულებებსა და ქართული კულტურის პატივისცემას ეძღვნებოდა. მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს მრავალფეროვანი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, ლექსები და სიმღერები, სადაც ხოტბა შეასხეს საქართველოს, მის მდიდარ ისტორიასა და სახელოვან წინაპრებს. 

ღონისძიება გამოირჩეოდა შემოქმედებითი მრავალფეროვნებით.

საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა მშობლების მონაწილეობამ. ისინი შვილებთან ერთად ჩაერთნენ ღონისძიებაში და შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერა „მრავალჟამიერი“, რამაც სკოლაში განსაკუთრებული ერთიანობისა და სიამაყის განცდა დაატრიალა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203