საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს უმასპინძლეს
16-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სტუმრობდა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანანია ჯაფარიძე.

შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

მეუფემ დაათვალიერა გიმნაზიის კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, შეხვდა პედაგოგებსა და მოსწავლეებს, დალოცა ისინი და წაიკითხა საინტერესო ლექცია საქართველოშო მოციქულების შემოსვლის, ქადაგების, ქართლის მოქცევისა და მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.

მეუფემ უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203