
ერთიან ეროვნული გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა სატელევიზიო ეთერში საგამოცდო ცენტრების შესახებ ისაუბრა.
ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება - დეტალური განრიგი გამოქვეყნდა
„წელსაც 24 საგამოცო ცენტრი გვექნება, აქედან თბილისში იქნება 9, რადგან აპლიკანტთა ძირითადი ნაკადი სწორედ დედაქალქზე მოდის“, - განმარტა მემანიშვილმა და დასძინა, რომ წელს 4 საგამოცდო ცენტრს შეეხება ცვლილება:
მასწავლებელთა გამოცდები 5 ივლისს იწყება - დეტალური განრიგი
„მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტებმა ყურადრება მიაქციონ საგამოცდო ცენტრის მისამართს, რადგან 4 ცენტრს ცვლილება შეეხო - თბილისში 2-ს, ბათუმში 1-ს და 1 ცენტრს ოზურგეთში... ამიტომ მნიშვნელოვანია ქალაქს, დროს, ადგილს აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება - ეს ინფორმაცია საგამოცდო ბარათზე იქნება“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.