
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IVა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ეკა ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით, დაწყებითი საფეხურის ოთი წელი პატრიოტული ღონისძიებით შეაჯამეს.
შემაჯამებელი ღონისძიება სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის თემას მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ლექსების, სიმღერებისა და მხატვრული ნომრების საშუალებით წარმოაჩინეს საკუთარი დამოკიდებულება საქართველოსადმი, მის ისტორიისა და სახელოვანი წინაპრებისადმი.
ბავშვებმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სამშობლოს სიყვარული იწყება საკუთარი ქვეყნის, ენის, ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების პატივისცემით.
იხილეთ ფოტოები: