ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა შემეცნებითი მოგზაურობა 
15-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსკურსიით ბორჯომის ხეობას სტუმრობდნენ. 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შესახებ, ასევე მათი ინტერესის გაზრდა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ეროვნული ფასეულობების მიმართ. კლასს ხელმძღვანელობდა დამრიგებელი იოსებ აფაქიძე.

მოსწავლეებმა მოინახულეს ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი და წმიდა გიორგის სახელობის მწვანე მონასტერი - საქართველოს შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი კულტურულ-რელიგიური ძეგლები.

მე-8 კლასელები გაეცნენ მონასტრების ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ეს სიწმინდეები ქართული კულტურისა და სულიერების განვითარებაში ასრულებდნენ.

ექსკურსიის მონაწილეებმა ასევე მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის - თორის შესახებ. მოსწავლეებმა შეისწავლეს რეგიონის წარსული, ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და ის ისტორიული მოვლენები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამ მხარის განვითარებაში.

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203