ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება და ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან
15-06-2026

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება - „საქართველოს მომავალი ჩვენია“, რომელიც მშობლიურ დედაენასა და პირველ მასწავლებელთან გამომშვიდობებას მიეძღვნა. 

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ენისადმი სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების გაღრმავება, ასევე იმ ადამიანის ღვაწლის დაფასება, რომელმაც მათ ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში შეუწყო ხელი. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მხატვრული ნომრებით გულწრფელად წარმოაჩინეს საკუთარი დამოკიდებულება დედაენისა და პირველი მასწავლებლის მიმართ.

ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ორგანიზებულობით, ემოციური ფონის სიღრმითა და თითოეული ბავშვის აქტიური ჩართულობით. ნათლად ჩანდა, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ ტექსტებს ასრულებდნენ, არამედ გულით გადმოსცემდნენ იმ მადლიერებასა და სიყვარულს, რომელსაც ამ მნიშვნელოვანი ეტაპის მიმართ განიცდიან.

განსაკუთრებული გრძნობებით, სიყვარულითა და ემოციებით წარმოადგინეს რეპერტუარი. თემატურად  დალაგებული ყოველი ნომერი საოცარად დახვეწილი ოსტატობით შეასრულეს და მაყურებლის მქუხარე ტაში და ოვაციები დაიმსახურეს.

პატარებმა გულისამაჩუყებელი სიყვარულით  მიუძღვნეს: სიმღერა, ლექსები, გულწრფელი სიტყვები და ცეკვები თავიანთ აღმზრდელ პირველ მასწავლებელ  ქალბატონ - ნაზი შაინიძეს.

მოსწავლეებმა და დახვეწილი ოსტატობით წარმოადგინეს იუმორისტული ნომრები - „ექიმი და პაციენტი“, „ბლის საყურე“, „ბაბუა და შვილიშვილი“,  „პინოქიოს თავგადსავალი“, „ბებია და შვილიშვილი“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: პირველი მასწავლებელი -ნაზი შაინიძე,მუსიკის მასწავლებელი -ნესტან დავითაძე და ქორეოგრაფი -გურამ ჭაღალიძე.

ღონისძიება პოზიტიურად შეაჯამა სკოლის დირექტორმა - ბადრი დავითაძემ. მოსწავლეებს მიულოცა მეოთხე კლასის დამთავრება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

სამახსოვრო და ლამაზი ღონისძიების ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა ორგანიზატორ მასწავლებლებსა მოსწავლეებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203