მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მესამე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაუვიწყარი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
15-06-2026
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა მესამე კლასის მოსწავლმა საზეიმო ღონისძიება ჩააატარეს, რომელსაც კლასის დამრიგებელი ნათია აბურჯანია ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუსიკის მასწავლებელი ხათუნა ჟვანია და ცეკვის მასწავლებელი კახა მელია.

საზეიმო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსები, მცირე სპექტაკლები, სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები, ნიჭი და მონდომება.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა კლასის დამრიგებელმა ნათია აბურჯანიამ -  ვიმედოვნებთ ასეთივე შემართებითა და ენთუზიაზმით გააგრძელებთ სწავლას შემდეგ კლასებში.

„გახსოვდეთ, რომ წარმატების გზა იწყება მონდომებით, შრომითა და კეთილი გულით. მშობლებს მადლობას გიხდით ნდობისა და თანადგომისთვის, ხოლო კოლეგებს - ერთგულებისთვის. დაე, დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენგანს ლამაზ მოგონებად დარჩეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულსა და მრავალ წარმატებას.
 
 
გმადლობთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. კეთილი სურვილებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე!“ -  ნათია აბურჯანია.
 
ზეიმის დასასრულს მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ მომავლის სერტიფიკატები არჩეული პროფესიების მიხედვით, გულსაკიდები და წიგნები.
 
სკოლის ადმინისტრაციის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203