ყვარლის N2 საჯარო სკოლის IV ბ კლასის გამოსაშვები საღამო საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში გაიმართა
15-06-2026

2025-2026 სასწავლო წლის დასასრულს ყვარლის N2 საჯარო სკოლის IV ბ კლასმა, რომლის დამრიგებელია მაია ოთიაშვილი, დაწყებითი საფეხურის დასრულება განსაკუთრებულ და საზეიმო გარემოში აღნიშნა. მოსწავლეებისთვის გამოსაშვები საღამო საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში გაიმართა.

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. ისტორიულ და კულტურულ გარემოში გამართული საღამო ბავშვებისთვის განსაკუთრებულ დღედ იქცა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ ქართველი ერის დიდი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, ცხოვრებასა და შემოქმედებას, რაც მათთვის როგორც შემეცნებითი, ისე სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.

კლასის დამრიგებლის, მაია ოთიაშვილის განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მეოთხე კლასის დასრულების აღნიშვნა, მოსწავლეთა წახალისება და მათთვის ლამაზი და დაუვიწყარი მოგონებების შექმნა.

„მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში ჩავატარეთ. ეს დღე სავსე იყო სიხარულით, ემოციებითა და ლამაზი მოგონებებით. ბავშვებისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული დღე გამოვიდა. მათ ძალიან მოეწონათ მუზეუმი. ჩვენი მიზანი გახლდათ მეოთხე კლასის დასრულების აღნიშვნა, მოსწავლეთა წახალისება და მათთვის დაუვიწყარი მოგონებების შექმნა ისტორიულ და კულტურულ გარემოში. მოსწავლეებს გადავეცი სერტიფიკატები დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის“, - აღნიშნა მაია ოთიაშვილმა.

საღამოს დასასრულს მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები, რაც დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულების სიმბოლო გახდა. ღონისძიებამ ბავშვებსა და მშობლებს უამრავი სასიამოვნო ემოცია და შთაბეჭდილება დაუტოვა და მათი სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ გამორჩეულ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203