ყვარლის N2 სკოლის ხელოვნების მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობები
15-06-2026

ყვარლის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ანა ანდრიაშვილი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი შემოქმედებითობის წახალისებაზე აქიურად ზრუნავს და ბავშვებს ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობს. 

პედაგოგმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად დადგა შთამბეჭდავი სპექტაკლი - „მსოფლიოს დიდი მხატვრები“.

მოსწავლეებმა სცენაზე ცნობილი მხატვრები და მათივე დახატული პორტრეტები გააცოცხლეს. ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალურად და ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა. 

სპექტაკლის დაწყებამდე ანა ანდრიაშვილმა აუდიტორიას მიმართა. 

„ეს სცენარი, სასკოლო სცენარების  კრებულზე დაყრდნობით დავწერე. თითოეული პერსონაჟზე ფიქრისას თვალწინ მედგა თითოეული ჩემი მოსწავლე. მათი ინტერესებით, შესაძლებლობებით, ხასიათით და გარეგნობით. გზადაგზა სცენარს ჩემს ბავშვებს ვაცნობდი, მათგან მიღებული უკუკავშირი კი მეხმარებოდა ახალი პერსონაჟების შექმნაში. შემოვიკრიბე მუსიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები, ეკატერინე დენტოშვილი და ნინო ვარამიშვილი, რომელთაც ახალი სული შთაბერეს სცენარს. უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ქოჩორაშვილმა,  სასწავლო ნაწილმა თათა ფეიქრიშვილმა  და მე-5ბ კლასის მშობლებმა და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პედაგოგმა. 

2 აპრილს, ანა ანდრიაშვილს სადამრიგებლო მე-5 კლასი, თიხის ოსტატთან ჰყავდა სტუმრად,  მასტერკლასზე. სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა გზას გადის თიხა ჭურჭლამდე,  შეისწავლეს თიხის დამუშავება, სხვადასხვა ნივთების დამზადება და მოხატვა, სააღდგომო თემატიკაზე დაამზადეს სხვადასხვა ნაკეთობები. 

„გვახსოვდეს 9 აპრილი“- ამ სლოგანით მე-8 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა, ანა ანდრიაშვილის ხელმძღვანელობით, 9 აპრილის თემაზე მოიძიეს ინფორმაცია, მოხატეს და  დაამზადეს პოსტერები. 

ხელოვნების გაკვეთილზე, აპლიკაციის ტექნიკით დაამზადეს ხელოვნური ტიტები. 8 აპრილს კი დიდ დასვენებაზე სკოლაში მასწავლებელბს გადასცეს და სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს რატომ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203