
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ მოსწავლეთა სპორტული ცხოვრების წახალისებას ემსახურებოდა სკოლაში გამართული „მხიარული სტარტები“.
სპორტულ-გასართობი შეჯიბრში პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ, თუმცაღა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მაღალი კლასის მოსწავლეებიც აქტიურად შეუერთდნენ.
მოსწავლეები სხვადასხავა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, იაქტიურეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს წვრილ და მსხვილ მოტორიკას, ემსახურება ჯანსაღ ცხოვრებას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სპორტის მასწავლებლებმა - თემურ ცეცხლაძემ და ცირა კახაძემ.
იხილეთ ფოტოები: