ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება და ემოციური გამოთხოვება პირველ მასწავლებელთან
15-06-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.

გაიმართა მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც ზღაპრულად წარიმართა. 

მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობითა და მშობლების თანამონაწილეობით, სიურპრიზებით და საოცარი ნომრებით დახუნძლული ღონისძიება მიუძღვნეს. 

მათ, ერთად ყოფნის ოთხი წელი შეაჯამეს და მაყურებლებს, სტუმრებს, დაუვიწყარი ერთი საათი აჩუქეს. 

ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და გულთბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. 

დამრიგებელმა თამილა ჭაჭუამ მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. პედაგოგემა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყენა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203