მასწავლებლებს შეხვედრას ეთიკური ნორმების შესახებ ჩაუტარებენ - დეტალები
13-06-2026
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში იწყებს ვებინარების ციკლს სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
 
ციკლის პირველი ვებინარი 15 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება.
 
ვებინარში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მითითებულ დროს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით:
 
ვებინარის თემაა: სპეციალური მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა და ეთიკური ნორმები.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
 
სპეციალური მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პასუხისმგებლობები;
საგანმანათლებლო პროცესში პროფესიული ეთიკის ნორმებისა და სტანდარტების დაცვის მნიშვნელობა;
კონფიდენციალურობის, მოსწავლის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპები;
საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ მხარეებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა და პრაქტიკა.
 
ვებინარის მომხსენებელია სოფიკო ცირგაია - „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის მენეჯერი; ფასილიტატორი - პროგრამის კონსულტანტი ნათია შერბაკოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203