როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ
13-06-2026

აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე - პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამებს, ეცნობა შედეგებს).

ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

• აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი; საგამოცდო ცენტრის მისამართი;

• თითოეული გამოცდის თარიღი;

• გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;

• საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;

• საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია 

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203