ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი ღონისძიება 
15-06-2026

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც ინგლისური ენის მნიშვნელობასა და მისი ცოდნის აუცილებლობას მიეძღვნა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საერთაშორისო ენის როლის წარმოჩენა თანამედროვე სამყაროში და მათი მოტივაციის ამაღლება უცხო ენის შესწავლის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს ლექსები, დიალოგები, პრეზენტაციები. 

მონაწილეებმა ისაუბრეს ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე სხვადასხვა სფეროში. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ინგლისური ენა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო საშუალებაა და მისი ცოდნა ახალგაზრდებისთვის მრავალ შესაძლებლობას ქმნის.

ღონისძიებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა და ხელი შეუწყო მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების განვითარებას. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203