
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ახლახან, სკოლის მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.
მე-4 კლასელებმა წარადგინეს ქვეყნის კუთხეები, ტრადიციული კერძები და საქართველოს კულტურა.
მე-5 კლასელთა პრეზენტაცია მიეძღვნა სხვადასხვა ცხოველების დახასიათებას (ხმელეთისა და ა.შ). მე-6 კლასმა ისაუბრა ენერგიაზე.
მოსწავლეებმა მეტად საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს შერჩეულ თემებზე. მოსწავლეები საკითხს ჩაუღრმავდნენ და საგანში ცოდნა გაიმდიდრეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი იუღაბერ ბიჩახჩიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: