
დღეს, 13 ივნისს თბილისური დილა „იზრუნესფრად“ გათენდა - ინოვაციური მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროექტი izrune.ge საზეიმო ღონისძიება აწყობს, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ „იზრუნელებს“ პერსონალური დიპლომები გადაეცემათ. დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ გამორჩეულ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებსაც.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აქტიურ იზრუნელებს ყველაზე მზრუნველი პროექტისგან სპეციალური საჩუქრები ელით.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
izrune.ge-ს ღონისძიება ნათლად ადასტურებს, რომ ამ განსაკუთრებულ პროექტს საკუთარი პატარა მეგობრები, თანამოაზრეები, სკოლები და მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ყოველთვის მთავარ პრიორიტეტად ჰყავს დასახული.
რას აძლევს მოსწავლეებს izrune.ge-ში ჩართულობა? - მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა სკოლა-მოსწავლე-მშობელი ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გააერთიანა; izrune.ge-ს მრავალფეროვანი და მიღებული ცოდნის განმტკიცებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, მოსწავლეები სწრაფად აზროვნებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარებს ივითარებენ, რაც წარმატების მიღწევის წინაპირობას ქმნის.
დღევანდელი ღონისძიება კი დიდი წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც პროექტის ავტორისა და მთელი შემოქმედებითი გუნდის ძალისხმევით, წიგნიერების, მეგობრობის, განათლების ნამდვილ დღესასწაულს უწყობს ბეჯით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.