
რეისი: მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასის მიმართულებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი ორიგინალურად დაასრულეს.
მოსწავლეები წარადგინა მე-5 კლასელმა მეგობარმა - ანზორ აბესაძემ, მხიარული მუსიკალური მიქსის შემდეგ კი... აეროპორტის განცხადება გაისმა და ბავშვები მეხუთე კლასში გადასაფრენად მოემზადნენ.
რეისზე ასასვლელად მათ მკაცრი საბაჟო კონტროლი გაიარეს:
ფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ, დამრიგებელმა მარგალიტა ციცქიშვილმა მოსწავლეებს საგანგებო ნომინაციები და სიგელები გადასცა. პატარებს ახალი ეტაპის დაწყება თბილი სიტყვებით მიულოცეს სკოლის დირექტორმა მარინე სარალიძემ და მათმა პირველმა მასწავლებელმა ზეინაბ თუთბერიძემ.
„ჩვენო ძვირფასებო, სუფთა ფურცლიდან და დიდი შემართებით გზა დაგელოცოთ მეხუთე კლასის სამყაროში! მუდამ ასე მაღლა და ლამაზად გეფრინოთ!“,- აღინიშნა სკოლაში.
გაიცანით სავიაციო რეისის მონაწილეები - ლილე მოდებაძე, მარიამ სარალიძე, მართა კაპანაძე და ჯაბა კუპატაძე.